GE

სამაგისტრო და საგრანტო გამოცდის შედეგები 27 ივლისს გამოქვეყნდება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები ხვალ, 27 ივლისს გამოქვეყნდება.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ხვალ გამოქვეყნდება წასკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა.

“დღეს უკვე აბიტურიენტებს მიეწოდათ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. რაც შეეხება დანარჩენი გამოცდების შედეგებს, ისინი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.  ხვალ ცნობილი იქნება მაგისტრობის მსურველების ტესტის შედეგები სამი ნაწილი, ხოლო ანალიტიკური წერის დავალებები ჯერ კიდევ გასწორების პროცესშია. ხვალვე გაიგებენ შედეგებს ის სტუდენტები რომლებსაც გრანტის გაუმჯობესება სურდათ”, –  განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური