GE

სად შეიძლება გავიაროთ HR–ის სამაგისტრო პროგრამა – შეთავაზება მაგისტრობის მსურველთათვის

“რაც არ უნდა კარგი ფინანსური შესაძლებლობები, ულტრათანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა თუ ძვირადღირებული იდეა ქონდეს ორგანიზაციას,  შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების გარეშე, კომპანია ძნელად მიაღწევს დასახულ მიზნებს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მართავს ორგანიზაცია თავის ადამიანურ რესურსს და რამდენად ეფექტურად იყენებს ადამიანის შესაძლებლობებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წინსვლა და განვითარების ხარისხი და ტემპი” – ეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებლისა და დირექტორის ლილი ბიბილაშვილის მოსაზრებაა, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს.

ის აღმოსაველეთ ევროპის უნივერსიტეტში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია, პროგრამისა, რომელსაც საქართველოსი ანალოგი არ აქვს. HR მენეჯმენტის პროგრამა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტს აძლევს შანსს მიიღოს 100%, 50% და 30%–იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება. მომდევნო ათეულში მოხვედრილი სტუდენტები კი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან 10%–იან დაფინანსებას მიიღებენ.

lili poto 2-ლილი ბიბილაშვილი  – პროგრამის ხელმძღვანელი: მსგავსი პროგრამა, არც საბაკალავრო და არც სამაგისტრო არ არსებობს საქართველოში, ასევე არც სომხეთში და დაუზუსტებელი ცნობით, არც აზერბაიჯანში. ამიერკავკასიის რეგიონებში ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც უდაოდ შეძლებს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როგორც ცალკეული ორგანიზაციის, ასევე მთელი ქვეყნის განვითარებაში.

ქვეყანაში აშკარად არის დეფიციტი პროფესიონალიზმისა და მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებითაც. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან  HR მენეჯმენტი ახალია, როგორც ზოგადად პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც და იგი თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე არსებობდა. შესაბამისად, ბუნებრივაცაა პროფესიული კადრების დეფიციტი, ჯერ ერთი არ არსებობს, ან უფრო სწორედ, მწირია ის გამოცდილება და ასევე,  მწირია ცოდნა, რომელიც ამ დარგის განვითარებისათვის არის აუცილებელი.

კომპანიაში, HR მენეჯმენტის შეცვლილი როლი და ადგილი მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მიდგომებს და განსხვავებულ დამოკიდებულბას ადამიანური რესურების მიმართ და ასევე, თვისობრივად განსხვავებულ მიდგომებს ამ დარგის სპეციალისტების მომზადების საქმეში.

სამაგისტრო პროგრამის იდეა ნინო ბერუაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ პროგრამის თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ შევადგინეთ პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის სფეროს, ასევე ფსიქოლოგიისა და რა თქმა უნდა HR-ის იმ მიმართულებებს, რომლისგანაც შედგება ეს სფერო. HR მენეჯმენტი, შეცვლილი დამოკიდებულებაა ადამანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით და მოიცავს ისეთ მიმართლებებს, როგორიცაა: საკადრო სტრატეგიისა და პოლიტიკის, HR მარკეტინგის, თანამშრომელთა მოტივაციის,  შესრულების მართვისა და შეფასების, თანამშრომლების წვრთნისა და კარიერული განვითარებიის, თუ საკომპენსაციო სისტემის  შემუშავება, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომლების ჯანდაცვის სისტემის შემუშავება და ადმინისტრირება და ა.შ.  როგორც ვხედავთ, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები სავსებით განსხვავებულია წარსული გამოცდილებისგან და გვევლინება არა როგორც ერთ-ერთი დამხმარე ქვედანაყოფი (რომელიც მხოლოდ საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირებით იყო დაკავებული),  არამედ როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი რგოლი და ბიზნეს პარტიორი. შესაბამისად, HR მართვის მაღალი პროფესიული დონე და შესაბამისი ხარისხით სამუშაოს შესრულება, ორგანიზაციის ნაკლები დანახარჯებით მაღალი მოგების გარანტიაა, რაც ნებისმიერი ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს.

-რამდენად არსებობს შრომით ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა?

 -ლილი ბიბილაშვილი: თუ დააკვირდებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში,  დასაქმების პორტალებზე გამოცხადებულ ვაკანსიათა შორის მნიშვნელოვნად იმატა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებზე მოთხოვნამ. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზაციის დიდი ნაწილი ამაზე ყურადღებას ამახვილებს  და აშკარად მიანიშნებს რომ HR სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზრდილია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ არის მკვეთრად განსახვავებული დამოკიდებულება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენიტისადმი  საერთაშორისო კომპანიებსა და „ქართულ“ კომპანიებს შორის. პირველნი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ქვედანაყოფს და შესაბამისად განსხვავებულია დაფინანსება, ხელშეწყობა და HR  დეპარტამენტში თანამშრომლების რაოდენობაც კი.  შედეგიც შესაბამისია, საერთაშორისო კომპანიები ანდამატივით იზიდავენ მაღალი პროფესიული მონაცემების მქონე სპეციალისტებს, მაშინ, როდესაც  „ქართული“ კომანიების გარკევული ნაწილისთვის შედარებით რთულია იგივე მონაცემების ადამიანების მოზიდვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშკარად შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია ადამიანური რესურსებისადმი დამოკიდებულებისა და შესაბამისად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნაც.

ადამიანი, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში და აიმაღლოს პროფესიონალიზმი. ეს არის საშუალება, რომ ადამიანმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა, მეტი ინფორმაცია და გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართლებით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ჩვენი კურსდამთავრებულების სახით, მიიღოს ისეთი პროფესიონალები, რომელნიც მათი მიზნების განხორციელების საქმეში მნიშნველოვან, ფასდაუდებელ წვლილს შეიტანენ.

-რა შინაარსით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რომელი ლიტერატურა გამოიყენება სწავლებისას?

-ლილი ბიბილაშვილი: ლიტერატურა, კონკრეტულად HR-ის სფეროში,  ქართულ ენაზე  ცოტაა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, უცხოური ქვეყნების გამოცდილება და მათი სახელმძღვანელოები გამოვიყენოთ, თუმცა აუცილებლად ვაკეთებთ ადაპტაციას ქართულ თავისებურებეთან; გათვალისწინებული გვქავს როგორც კულტურული, ასევე, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა თავისებურებები, რაც კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების ჩვენს პროგრამას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ განსაკთრებული ყურადღება უნდა იქნას მიქცეული ჩვენი ლექტორების ცოდნასა და გამოცდილებაზე. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხერხდა და შერჩეულ ლექტორთა უმეტესობას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში და არაერთწლიანი გამოცდილება საქართველოში, რაც უდავოდ ძალიან ღირებულია ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში. ვინაიდან, ჩვენი ლექტორების უცხოეთში მიღებული ცოდნა და საქართველოში მიღებული პრაქტიკა, საშუალებას იძლევა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება პირადპირ კი არ გადმოვიღოთ, რაც ნაკლებ ეფექტური და საკმაოდ რთულია განსახორციელებლად, არამედ  განვითარებული ქვეყნების ცოდნა და გამოცდილება ქართულ გარემოსა და პირობების გათვალსიწინებით მოვარგოთ არსებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ეს არის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად განიცდის, როგორც შიდა, ასევე გარემოში მიმდინარე ცვლილებებს, რომელიც სწრაფად ცვლადია და ასევე სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენი სასწავლო პროგრამა იძლევა საშუალებას, კომპანიებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური ტალანტები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარით და მათ აქვთ შანსი ეს ცოდნა ოსტატურად გადაიტანონ პრაქტიკაში.

-პროგრამის ფარგლებში რამდენად ექნებათ სტუდენტებს შანსი თეორიასთან ერთად  პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ?

 –ლილი ბიბილაშვილი: პროგრამის ფარგლებში, მომავალ მაგისტრებს ავტორიტეტულ სპიკერებთან და პროფესიონალებთან ნეთვორქინგის და პროგრამის მხარდამჭერ კომპანიებში დასაქმებისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთნ (Geocell, Wissol, Gino Paradise, Idea City, დიო, ნატახტარიდა სხვა) ერთად მოხდება სამაგისტრო ნაშრომის თემების შერჩევა და პარტნიორი კომპანიები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებენ ჩვენს სტუდენტებთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაგისტრები გაივლიან პრაქტიკას აღნიშნულ კომპანიებში, იმუშავებენ კომპანიებისათვის საინტერესო საკითხებზე და პარალელურად იმუშავებენ  სამაგისტრო ნაშრომზე. ეს ორმაგად საინტერესოა, ვინაიდან კომპანია მისთვის საინტერესო საკითხებზე იქნება აქცენტირებული და სტუდენტს  ექნება საშუალება მიიღოს გამოცდილება და მიღებული ცოდნის რეალიზაცია მოახდინოს კონკრეტულ კომპანიაში. და კიდევ მეტი,  სტუდენტს მისი  ნიჭის, ცოდნის, უნარების დემონსტრირების საშუალება ეძლევა, რაც მოცემულ კომპანიაში მისი დასაქმების  შანსს ამაღლებს.

-ვინ ღებულობს მონაწილეობას HR-ის სამაგისტრო პროგრამის წარმართვაში და რა გამოცდილება აქვს  აკადემიურ პერსონალს?

-ლილი ბიბილაშვილი: ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ სფეროში უცხოეთში მიღებული განათლება აქვთ და საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. ერთ კონკრეტულ მაგალითზე მინდა შევჩერდე, რაც  ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. კერძოდ,  ქალბატონი სალომე შელია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მოიწვია, ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისთვის ეს სფერო  იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანახმაა ჩამოვიდეს და გაუძღვეს სალექციო კურსს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას. ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს გაძლიერება, ვინაიდან ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ყველაზე ღირებული კაპიტალი ეს არის ადამიანი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

(R)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური