GE

სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული “დინამოს” ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართება

ფოტო –
8776

დღეს, 12 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება მინისტრის ლევან ყიფიანის და თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის არქივში დაცული მასალების მიხედვით მომზადებულ პროექტზე, რომელიც 1936-1990 წლებში თბილისის “დინამოს” მატჩების მიმოხილვების და ფოტოების გაციფრებას და ბიბლიოთეკის საიტზე – www.sciencelib.ge – განთავსებას ითვალისწინებს.

ფოტო და ტექსტური მასალები აღებულია 1936-1990 წლებში საქართველოში გამოსული სპორტული გაზეთებიდან: “ფიზკულტურელი”, “ლელო”, “კრასნი სპორტი”, “სოვეტსკი სპორტი”, აგრეთვე “კომუნისტიდან”, “ახალგაზრდა კომუნისტიდან”, “მუშა”, “ზარია ვოსტოკა”, “მოლოდიეჟ გრუზიი”…

ელექტრონული არქივის პრეზენტაცია ეძღვნება საიუბილეო თარიღს – თბილისის “დინამოს” მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის მოპოვების 50 წლის იუბილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური