GE

,,სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ცოდნის გასაღრმავებლად საუკეთესო შესაძლებლობა გქონდეთ”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე წარმატებულ აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს. მინისტრის მიმართვას განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

„თითოეულ თქვენგანს პირადად გილოცავთ! სასიხარულოა, რომ თქვენი ცოდნით და შრომით დასახულ მიზანს მიაღწიეთ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე.

სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ცოდნის გასაღრმავებლად საუკეთესო შესაძლებლობა გქონდეთ, რათა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას კეთილდღეობა და წინსვლა მოუტანოთ,“ – აღნიშნულია თამარ სანიკიძის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური