GE

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით, სასწავლო ცენტრში „უნივერსი“, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work- Based Learning) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები და სასწავლო ცენტრის „უნივერსისა“ და “საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მოდელი.

,,სამუშაოზე დაფუძნებული ჯგუფი უზრუნველყოფს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების კოორდინაციასა და მონიტორინგს, ასევე სწავლების კონცეფციისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინკლუზიურობის პრინციპი,” – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური