GE

სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი’’ შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, დავით გურამიშვილის გზატკეცილზე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ახალი კოლეჯის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ”მერმისი” მსურველებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს.

კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები. კოლეჯი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური