GE

საქართველო მსოფლიო სასკოლო რეიტინგებში 59-ე ადგილზეა – ვინ არის ლიდერი

ავტორი: შონ კოლინი (BBC)

გამოქვეყნდა მსოფლიო სასკოლო რეიტინგების ყველაზე მასშტაბური სია, სადაც აზიური ქვეყნები საკუეთესო ხუთეულს იკავებენ, აფრიკული ქვეყნები კი სიის ბოლოში განთავსდნენ.

სიის სათავეში სინგაპურია, რომელსაც მოსდევს ჰონ კონგი, ხოლო რეიტინგს განა ასრულებს. გაერთიანებული სამეფო 20-ე ადგილზეა, ევროპის სხვა მაღალი მოსწრების ქვეყნებთან ერთად. ამერიკას ამავე სიაში 28-ე პოზიცია უკავია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეკონომიკის ექპერტის აზრით, აღნიშნული მონაცემები, რომელიც ჩატარებული ტესტის შედეგების მიხედვით ახდენს 76 ქვეყნის შედარებას, აჩვენებს კავშირს განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. „პირველად გვაქვს საშუალება, რეალურად  გავზომოთ განათლების ხარისხი გლობალური მასშტაბით,“ განაცხადა OECD-ის განათლების დირექტორმა, ანდრეას შლაიხერმა.

მისივე თქმით: „კვლევის მიზანია, გაცილებით მეტ ქვეყანას, მდიდარ და ღარიბს, მიეცეს საშუალება, გაზომოს საკუთარი ქვეყნის განათლების დონე მსოფლიოში წამყვანი საგანმანათლებლო ლიდერების ფონზე, აღმოაჩინოს ფარდობითი ძლიერი და სისუსტი მხარეები და დაინახოს, თუ რა გრძელვადიანიეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია მათთვის განათლების ხარისხის ზრდას.“

ზოგადი რეიტინგი:

რეიტინგი ეფუძნება მათემატიკისა და სამეცნიერო საგნებში მიღებულ შედეგებს 15 წლის ბავშვებში:

1. სინგაპური; 2. ჰონ კონგი, 3. სამხრეთ კორეა; 4. იაპონია; 5. ტაივანი; 6. ფინეთი; 7. ესტონეთი; 8. შვეიცარია; 9. ჰოლანდია; 10. კანადა; 11. პოლონეთი; 12. ვიეტნამი.

რეიტინგის ლიდერ, სინგაპურში, 1960-იან წლებში წერა-კითხვის უცოდინრობის ძალიან მაღალი დონე ფიქსირდებოდა, რაც შლაიხერის აზრით, აჩვენებს, თუ რამდენის მიღწევაა შესაძლებელი.

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 5 ახალგაზრდიდან 1 სკოლიდან ისე გამოდის, რომ საშუალო განათლებასაც ვერ იღებს სრულყოფილად. OECD-ს მიაჩნია, რომ თუ მოხერხდება ამ მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანა და ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, ბრიტანეთის ეკონომიკა ტრილიონობით დოლარით გაიზრდებოდა.

„ვფიქრობ, რომ აღნიშნული მოსაზრება ნაწილობრივ განწყობა და მოლოდინია. არსებობს უამრავი მაგალითი სკოლებისა, რომელთაც შედეგები დრამატულად გაზარდეს,“ – აცხადებს განათლების მინისტრი ლორდი ნეში.

თუმცა, ბრიტანეთის წამყვანი უფროსი მასწავლებელი, სერ ენტონი შელდონი არ ემხრობა მსგავს რეიტინგებს და მიაჩნია, რომ ამით „მეტი ცუდი კეთდება, ვიდრე კარგი.“

ბერკშირის ველინგტონის კოლეჯის ხელმძღვანელი სერ ენტონი აცხადებს: „ისინი სკოლებსა და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემას აშორებენ რეალურ განათლებას და ლობირებენ დაზეპირებით სწავლების პრაქტიკას.“

ანალიზი, რომელიც ეფუძნება ტესტის შედეგებს მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში უფრო გლობალურ რუკას მოიცავს განათლების შეფასებისას, ვიდრე OECD’-ის Pisa ტესტები (საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამა), რომელიც აქცენტს უფრო შემოსავლიან ინდუსტრიულ ქვეყნებზე აკეთებს.

უახლესი რეიტინგული შკალა, რომელიც მსოფლიო ერების მესამედზე მეტს მოიცავს, იძლევა საშუალებას გამოსახოს საერთაშორისო მასშტაბით ისეთი ქვეყნების მონაცემები, როგორიცაა, თუნდაც ირანი, სამხრეთ აფრიკა, პერუ.

ამ მონაცემებით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების სუსტი მაჩვენებელი, რომლითაც ის ევროპის წამყვანი ქვეყნების უკან აღმოჩნდა და ვიეტნამმა უკან მოიტოვა. კვლევაში გამოვლინდა შვედეთის მაჩვენებლის კლებაც, რაზეც OECD-მა წინა კვირას გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შვედეთის განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს.

ეკონომიკური ზრდის პოტენციალი:

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, თუ 15 წლის მოსწავლეები მიიღებენ სრულ საშუალო განათლებას (%)

  1. განა, 3881
  2. სამხრეთ აფრიკა, 2624
  3. ჰონდურასი, 2016
  4. მოროკო, 1591
  5. ომანი, 1427
  6. ბოცვანა, 1303
  7. მაკედონია, 1137
  8. პერუ, 1076
  9. ყატარი,1029
  10. საუდის არაბეთი, 975
  11. ალბანეთი, 929
  12. კოლუმბია, 910

ზემოთ მოცემული მონაცემები აჩვენებს მთლიანი შიდა პროდუქტის სავარაუდო ზრდას მოსწავლეების ასაკის მატების ფონზე. გაკეთებულია დაშვება, რომ მოსწავლეები შედიან სკოლაში და იღებენ, როგორც მინიმუმ საბაზისო განათლებას და უნარებს.

რეიტინგი მოცემულია საერთაშორისო შეფასებების ნაერთით, რომელიც მოიცავს: OECD-ის Pisa ტესტებს, ამერიკული აკადემიური კვლევის TIMSS ტესტებსა და ლათინური ამერიკის TERCE ტესტებს, რითაც თანაბარ პირობებში ჩაყენდა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები.

კვლევის შედეგების ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირას მოხდება მსოფლიო განათლების ფორუმზე სამხრეთ კორეაში. ფორუმზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამართავს კონფერენციას, რომელის მთავარი აქცენტი 2030 წლისათვის განათლების ხარისხის გლობალური გაუმჯობესება იქნება.

„ყველა სტუდენტსშეუძლია წარმატების მიღწევა“

რეიტინგში საუკეთსო ხუთეულში აზიური ქვეყნები მოხვდა: სინგაპური, ჰონ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია.რეიტინგის ბოლო ხუთეულში მოხვდნენ: ომანი 72-ე პოზიციაზე, მოროკო, ჰონდურასი, სამხრეთ აპრიკა და განა, რომელიც უკანასკნელ ადგილს იკავებს.

„თუ აზიურ საკლასო ოთახში შეხვალთ, დაინახავთ, რომ მასწავლებელი ყველა მოსწავლისგან ელოდება წარმატებას. გაკვეთილზე სიმკაცრე, კონცენტრაცია და თანმიმდევრულობაა. ეს ქვეყნები ახერხებენ საუკეთესო მასწავლებლების მოზიდვას ყველაზე რთულ კლასებში, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, ისწავლოს შესანიშნავი პედაგოგებისაგან,“ – აცხადებს შლაიხერი.

სტენფორდისა და მიუნხენის უნივერსიტეტების ექსპერტების ერიკ ჰანუშეკისა და ლადგერ ვუზმენის რეპორტი, რომელიც OECD-მ გამოაქვეყნა, გვამცნობს, რომ განათლება არის „ძლიერი საპროგნოზო ინდიკატორი იმისა, თუ რა სიმდიდრეს შეუძლია ქვეყანამ მიაღწიოს გრძელვადიან პერსპექტივაში.“

რეპორტში ვკითხულობთ, რომ „ცუდი საგანმანათლებლო პოლიტიკა და პრაქტიკა ბევრ ქვეყანას მუდმივ რეცესიულ მდგომარეობაში აყენებს.“

მილენიუმის მიზნები

შლაიხერის აზრით, განათლების დონის გაუმჯობესებას შეუძლია „გრძელვადიანი ფენომენალური ეკონომიკური სარგებელის მოტანა.“

რეპორტის მიხედვით, თუ განა, სიის ბოლო პოზიციაზე განთავსებული ქვეყანა, შეძლებდა 15 წლის მოზარდებისათვის საბაზისო განათლების მიცემას, ქვეყნის არსებული მშპ 38-ჯერ გაიზრდებოდა  ამ მოზარდების შრომისუნარიანობის ციკლის პერიოდში.

აფრიკის მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეყნებში მოიპოვებოდა საკმარისი ინფორმაცია რეიტინგის შესაქმენად. შესაბამისად, შესაძლოა, რეიტინგის ბოლოში მყოფი განა, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იყოს კონტინენტზე, განათლების უკეთესი დონით, ვიდრე ის ქვეყნები, რომელთა მონაცემებიც კი არ არსებობს შედარებისათვის.

მომვალი კვირის მსოფლიო განათლების ფორუმზე აღინშული რეპორტი იქნება იმის მაგალითი, თუ რა ეკონომიკური ზრის მოლოდინი შეიძლება იყოს, თუკი განათლების მიზნები მიღწეული იქნება.

გაერთიანებული ერების პატრონაჟით ორგანიზებული კონფერენცია უკვე 15 წელს აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიდერებმა განათლების ერთიანი მიზნები დაისახეს.

მილენიუმის განათლების ერთ-ერთი მიზანი, კერძოდ, ყველა ბავშვის დაწყებითი განათლებით უზრუნველყოფა, ჯერ კიდევ არ მიღწეულა.

ამჯერად, მსოფლიო განათლების ფორუმი კიდევ ერთხელ გაწერს მომავალი 15 წლის განმავლობაში მისაღწევ მიზნებს.

ქვეყნების რეიტინგი მათემატიკისა და მეცნიერების ტესტის ქულების მიხედვით :

1. სინგაპური
2. ჰონ კონგი
3. სამხრეთ კორეა
4. იაპონია (საზიარო პოზიცია)
4. ტაივანი(საზიარო პოზიცია)
6. ფინეთი
7. ესტონეთი
8. შვეიცარია
9. ჰოლანდია
10. კანადა
11. პოლონეთი
12. ვიეტნამი
13. გერმანია
14. ავსტრალია
15. ირლანდია
16. ბელგია
17. ახალი ზელანდია
18. სლოვენია
19. ავსტრია
20. გაერთიანებული სამეფო
21. ჩეხეთი
22. დანია
23. საფრანგეთი
24. ლატვია
25. ნორვეგია
26. ლუქსემბურგი
27. ესპანეთი
28. იტალია(საზიარო პოზიცია)
28. ამერიკის შეერთებული შტატები (საზიარო პოზიცია)
30. პორტუგალია
31. ლიტვა
32. უნგრეთი
33. ისლანდია
34. რუსეთი
35. შვედეთი
36. ხორვატია
37. სლოვაკეთი
38. უკრაინა
39. ისრაელი
40. საბერძნეთი
41. თურქეთი
42. სერბეთი
43. ბულგარეთი
44. რუმინეთი
45. არაბთა გაერთიანებული საამიროები

46. კვიპროსი
47. ტაილანდი
48. ჩილე
49. ყაზახეთი
50. სომხეთი
51. ირანი
52. მალაიზია
53. კოსტა რიკა
54. მექსიკა
55. ურუგვაი
56. მონტენეგრო
57. ბაჰრეინი
58. ლიბანი
59. საქართველო
60. ბრაზილია
61. იორდანია
62. არგენტინა
63. ალბანეთი
64. ტუნისი
65. მაკედონია
66. საუდის არაბეთი
67. კოლუმბია
68. ყატარი
69. ინდონეზია
70. ბოცვანა
71. პერუ
72. ომანი
73. მოროკო
74. ჰონდურასი
75. სამხრეთ აფრიკა
76. განა

საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა ტარდება

საქართველოს სკოლებში 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონის შესამოწმებლად კვლევა იწყებ

წყარო: bbc.com

ა.ნ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური