GE

საქართველოს სკოლებში 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონის შესამოწმებლად კვლევა იწყება

საქართველოს სკოლებში 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონის შესამოწმებლად 1მაისიდან  კვლევა იწყება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მზადება უკვე დაწყებულია. საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 პლუს“ პროექტის ფარგლებში.  2009 წლის კვლევის შედეგები სახარბიელო არ ყოფილა. ახლა, 6 წლის შემდეგ, კვლავ იგეგმება მსგავსი კვლევის ჩატარება.

რას წარმოადგენს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA და  რატომ უნდა შეფასდნენ კვლევის ფარგლებში მაინც და მაინც 15 წლის ასაკის ბავშვები, – ამ და სხვა კითხვებზე Aris.ge-განათლებას კვლევის ჯგუფის წევრი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ნათია ანდღულაძე ესაუბრება. როგორც ცნობილია, კვლევის ადმინისტრირება საქართველოში გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეროგატივაა.

11173477_935581809796382_2064729508_n რას წარმოადგენს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA?

– მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA მოსწავლეებს სამ წელიწადში ერთხელ წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აფასებს.  2000 წლიდან ერთერთ ასეთ კვლევას ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია OECD ატარებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმიტომ  მეორდება, რომ დინამიკაში  შეფასდეს მდგომარეობაჩვენ ამ კვლევას 6 წლის შემდეგ ვატარებთ. 2012 წელსაც უნდა ჩაგვეტარებინა. 2009 წელს ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა. თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ,  72 ქვეყანას შორის 6 ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიგებში მოვხვდით.

– კვლევისთვის ტესტებს ვინ ადგენს?

– შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ კვლევას უკეთებს ადმინისტრირებას. ხოლო კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება, სკოლისა და მოსწავლეების შერჩევა OECD –ის (ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) საქმეა.  PISA შემუშავებულ იქნა ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD ) წევრი ქვეყნების მიერ. მასში მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის წევრი 30 ქვეყანა და .. პარტნიორი ქვეყნები. ეს ქვეყნები შეიმუშავებენ ინსტრუმენტებს, ტესტებს მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვის. მხოლოდ შედეგები კი არ უნდა გავიგოთ, არამედ რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად  მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, დაბალ ან მაღალ მიღწევებს. ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ტესტია, უბრალოდ თარგმანს ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ თარგმნის გადამოწმებაც ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, დაქირავებული პირების საშუალებით.

– ანუ, კვლევის ფარგლებში, მშობლების, მასწავლებლების და დირექტორების ცოდნის დონის შემოწმებაც იგეგმება?

– მშობლები, მასწავლებლები და დირექტორი მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილეობენ და მიზანი არა მათი ცოდნის შეფასება, არამედ ბავშვის განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებაა. ეს არის მასწავლებელი, რომლიც ასწავლის ამ ბავშვებს, მშობელი, რომელიც ყველაზე მეტად არის ინფორმირებული ბავშვის განათლებაზე და იმ სკოლის დირექტორი, სადაც ამ ასაკის ბავშვები სწავლობენ. ტესტი მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის. ამ კვლევას აქვს ასევე სამი ტიპის კითხვარი: სკოლის მოსწავლის, მშობლის  და დირექტორისთვის. ამ კითხვარით იმ ინფორმაციის მოპოვება ხდება, რაც შეიძლება კვაშირში იყოს მოსწავლის მიღწევებთან. რა განათლება აქვს მშობელს, საბაზო, საშუალო თუ უმაღლესი და . .

 ელს პირველი კვლევაა, როდესაც ჩავრთეთ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლები. ძალიან რთული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ამ სკოლების გარეშე ჩვენი შედეგები არ იქნებოდა რეპრეზენტატიული.

– რა პერიოდში ჩატარდება ეს კვლევა?

– ერთ დღეში  ვერ მოესწრება  კვლევის ჩატარება. სკოლას ჩვენ ვერ განვუსაზღვრავთ თარიღს. რაღაც პერიოდი გვაქვს მიცემული და იმ დროში უნდა მოახერხონ.

მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ არის გამოცდა. ტესტირებაა, რომელიც ამოწმებს ქვეყნის მდგომარეობას და არანაირად არ აისახება ბავშვის მოსწრებაზე, სკოლის შეფასებაზე. ეს ინფორმაცია არის სრულიად კონფიდენციალური და არავის  ვაწვდით არც ბავშვის, არც მასწავლებლის შედეგს. მონაწილე სკოლებს ვაძლევთ თავიანთ შედეგებს, რომ სხვა სკოლებს შეადარონ.

– კვლევა მაინც და მაინც 15 წლის მოსწავლეებში რატომ ტარდება?

– ეს ასაკი ჩვენ არ აგვირჩევია. ეს გადამწყვეტი ეტაპია. ბავშვი ამ დროს ან ტოვებს სასკოლო სისტემას, ან აგრძელებს სწავლას შემდგომ საფეხურზე. ამ ეტპაზე უნდა ჰქონდეს ბავშვს საბაზისო უნარები ჩამოყალიბებული. სამყაროს შეცნობის, კითხვის უნარისა და ელემენტარული მათემატიკური მსჯელობის თვალსაზრისით.

PISA კვლევის კოორდინატორის  ნათია მჟავანაძის ინფორმაციით, კვლევა საქართველოს სკოლებში 1-20 მაისის პერიოდში ჩატარდება. 280 სკოლიდან 6200 მოსწავლეა შერჩეული. მონაწილეობას იღებენ სკოლის დირექტორები და  6200 მშობელი. თუ სკოლას ჰყავს 35-ზე მეტი ამ ასაკის მოსწავლე, კვლევაში მონაწილეობას მხოლოდ 35 მიიღებსშემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მაგრამ თუ 15-წლიანების რაოდენობა 35-ზე ნაკლებია, მაშინ – ყველა ბავშვი. კვლევის  შედეგები ცნობილი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში  არ გახდება.

ცისანა არის© შერგილაშვილი

საქართველო წიგნიერების მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა – რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური