GE

ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატის პირველი ტური აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა დღეს ფუტსალის საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის პირველი ტური, რომელშიც EEU-ს გუნდმა ანგარიშით 2:0 საქართველოს უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი დაამარცხა.

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გამარჯვების ფარგლებში ტარდება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, უკვე მეორე სეზონია რაც ასპარეზობს.

განახლებული გუნდისთვის პირველივე თამაში წარმატებული აღმოჩნდა. მეორე ტურში EEU-ს გუნდი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) გუნდს შეხვდება. თამაში სპორტკოპმლექს „არენა 2“-ში 1 ნოემბერს გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური