GE

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 108-ე სკოლის დირექტორს შეხვდნენ

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის სტუდენტები, რომლებსაც არჩეული აქვთ ჰუმანიტარული სკოლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო კურსის “ხარისხის მართვა სკოლაში” ფარგლებში, შეხვდნენ თბილისის №108-ე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, ქალბატონ მაია მღვდელაძეს.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა სტუმრის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს. სკოლის დირექტორი სტუდენტებს ესაუბრა სკოლის განვითარების ხედვასა და მისიაზე, რომლითაც თავად იგი წარსდგა №108-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე; სტრატეგიული ანალიზის, ე.წ. “სვოტ-ანალიზის” აუცილებლობასა და სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესზე. მოწვეული სტუმრის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან.

სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის პროცედურამ, ასევე, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალმა, რომელსაც უნდა ფლობდეს წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური