GE

“სასკოლო ღონისძიებების სცენარების” მიხედვით სპექტაკლი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების” მიხედვით დაიდგა.

”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები” შეიქმნა სადამრიგებლო საათის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია დაეხმაროს დაწყებითი I-IV კლასების დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორციელებაში. კრებულში სცენარები კლასების მიხედვითაა დაყოფილი. აღნიშნული სცენარები წარმოადგენს შემოთავაზებას, რომელიც დამრიგებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებისა თუ მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიოს და დაგეგმოს აქტივობა.

საბავშვო სპექტაკლში თბილისის ბაგა-ბაღის ”ცეროდენას” აღსაზრდელები და კერძო სკოლის ”მწიგნობარი” პირველკლასელები მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო სპექტაკლს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური