GE

სასკოლო ასაკი ისევ 6 წელი იქნება, პარლამენტმა სუბელიანის ინიციატივას მხარი არც ამჯერად დაუჭირა

პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრის კობა სუბელიანის ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზერომელიც სასკოლო ასაკის განსაზღვრას ეხება პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს.

დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არც ამჯერად დაუჭირეს კანონპროექტს.  ინიციატივას 39 მომხრე 10 წინააღმდეგი ჰყავდა, კანონის მიღებას კი 50 ხმა სჭირდებოდა, ამიტომ  კანონპროექტი არ იქნა მიღებული.

კენჭისყრამდე კანონპროექტის ინიციატორმა კობა სუბელიანმა პარლამენტის წევრებს მიმართა:

„კოლეგებო, მშობლების მუდარამდე მისულ თხოვნას გადმოგცემთ, რომ მხარი დაუჭიროთ ამ კანონპროექტს. ეს არის ბოლო შანსი და გამოვიყენოთ, რომ შევუშვათ ეს ბავშვები სკოლაში“, – აღნიშნა სუბელიანმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ:

„ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ არც პარლამენტს და არც სამინისტროს პოზიცია არ შეუცვლია და მხარს არ უჭერს კანონპროექტს,“ – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იყო. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება მიეცემოდათ  იმ პირებსაც, რომელთა ასაკი 5 წელზე მეტი იქნებოდა.

„6-წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხით სპეკულირება უნდა დასრულდეს“

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

პარლამენტმა 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ვერ მიიღო

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური