GE

სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის ქართულმა კომპანიამ თურქულზე 116 000 ლარით ნაკლები მოითხოვა

2015-16 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე გამოცხადებული ტენდერში წიანადებების მიღება დასრულდა.

ტენდერში სულ ორი კომპანია მონაწილებდა. ქართული კომპანია შპს „მვპ“ და თურქული კომპანია IMAK OFSET. ვაჭრობის დაწყებამდე კომპანიებმა შემდეგი შეთავაზებები წარმოადგინეს: მვპ – 1`348`873.00 ლარი; IMAK OFSET – 1`330`000.00 ლარი.

11655340_1189415671084673_1790473253_n

ვაჭრობის დაწყების პირველივე რაუნდზე ქართულმა კომპანია მვპ – მ ფასი დაწია და სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის 1`213`985.00 ლარი მოითხოვა. რაც შეეხება თურქულ კომპანიას,  IMAK OFSET-ს ფასი არ დაუწევია. ეს კონკურენტთან შედარებით თითქმის 116 ათასით ნაკლები თანხაა.

შეგახსენებთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 23 ივნისს გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 1 426 119 ლარი იყო.

როგორც Aris.ge- განათლებამ გაარკვია შპს მვპ გაზეთ “24 საათს” გამოსცემდა. შეგახსენებთ ბეჭდური სახით გაზეთი 2015 წლის 1 იანვრიდან აღარ გამოდის. სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბიზნესში კი შპს  2011 წლიდან გამოჩნდა.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, თურქულ  Imak ofset-ს კომპანია პოლიგრაფიულ საქმიანობას 1997 წლიდან ახორციელებს. საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება კომპანიას უკვე აქვს, მეტიც, როგორც Aris.ge – განათლებამ გაარკია, Imak offset – ქართული სახელმძღვანელოებიც აქვს დაბეჭდილი.

ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შესაძლოა თურქეთში დაიბეჭდოს

განათლების სამინისტრომ თამარ სანიკიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უარჰყო

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური