GE

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები ცნობილია

2014-2015 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები ცნობილია. ამის შესახებინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ასეულში (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას).

შედეგები

წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2 და 3 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. (რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში). ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.

იხილეთ მეორე ტურის ტესტები და პასუხები

აპელაციის განაცხადის ფორმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური