GE

სატელევიზიო და კინოხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ილიაუნის სასწავლო სატელევიზიო ცენტრის ინიციატივით სატელევიზიო და კინოხელოვნების სფეროში არსებული პროფესიული კვალიფიკაციების იდენტიფიცირების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის იფნორმაციით, შეხვედრას სატელევიზიო კომპანიების და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროექტის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კინოს მიმართულების საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კვალიფიკაციების ჩამონავალი.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მიმდინარე წლის განმავლობაში 100-მდე ახალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე გეგმავს მუშაობას. ამიტომაც მიესალმება დარგობრივი ჯგუფების მხრიდან მსგავს ინიციატივებს და ასეთ შეხვედრებში ჩართულობის მზაობას გამოხატავს, რაც შრომის ბაზარზე რეალურად მოთხოვნადი კვალიფიკაციების ფორმირების პროცესს უწყობს ხელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური