GE

საუნივერსიტეტო სიახლეების ყოველკვირეული მომიხილვა 17-24 თებერვალი

გასული კვირა ქართული უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ, 17-24 თებერვლის საუნივერსიტეტო სიახლეების დაიჯესტს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული განვითარების გეგმით (2017-2021) დასახული მიზნების მისაღწევად ახალი პროექტების განხორციელება იწყება, რომელთა შესახებაც ბრიფინგზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა.

თსუ-ის რექტორის თქმით,  სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, თსუ-ის და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შევიდნენ. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე. ამ მიზნით  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 600 ათასი ლარი, ხოლო სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების დაფინანსებისთვის 180 ათასი ლარი.

თსუ-ში სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა-აღმოსაფხვრელად, შესაძლო კონფლიქტების პრევენციისთვის, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის  მედიაციისთვის თსუ-ის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი კიოლნის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდა მკვლევარი მარიო შიუტცე.

თსუ-ს რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებდათ „აუდიტორია 115-ის“  წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტთა სხვა ჯგუფებს – უკვე გადაწყვეტილია და უნივერსიტეტმა დაპირებული ღონისძიებების უმეტესობა შეასრულა ან საკითხები გადაწყვეტის პროცესშია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და აწსუ-ის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის FabLab ATSU -ს ორგანიზებით გამართულ სასკოლო ჰაკათონში JUNIOR ATSUHACK 19 თებერვალს  გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

I ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Apolo. მათ მოამზადეს მობილურია აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ტურისტებისთვის. მასზე დატანილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები და მათი აღწერილობები, როგორც ტექსტური, ასევე ხმოვანი სახით. რომლის ყველა წევრსაც აწსუ ადმინისტრაციისაგან გადაეცა Lenovo-s პლანშეტი;

II ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Hackboys, რომლის ყველა მონაწილეს გადაეცა Huawei-ს პლანშეტი;

III ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Discovery, რომელსაც ცაჩუქრად გადაეცა Samsung galax სმარტფონი; Microsoft-ის წარმომადგენელმა კი რჩეულ გუნდს გადასცა Acer -ის ლეპტოპი.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, საჯარო ლექციები ჩაატარა რუმინეთის სოფლის მეურნეობის ბანატის უნივერსიტეტის პროფესორმა, იოანა ბალანმა შემდეგ საკითხებზე: ხარისხის მენეჯმენტი, HACCP – საკვების უსაფრთხოების მართვის სისტემები და პროდუქტის ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ’’IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2017“-ს მართავს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ოლიმპიადა  ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში საქართველოს 6 ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულსა და ზუგდიდში ერთდროულად გაიმართება.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა – ,,ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით”.

გახსნითი სესიის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIPA-სა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (იტალია) შორის.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA აბიტურიენტებისა და მობილობის მსურველებს 25 თებერვალს 11:30-18:00 ფრონტლაინ კლუბში იწვევს, სადაც ჩატარდება PORTFOLIO REVIEW აბიტურიენტებისათვის და მობილობის მსურველებისთვის. მონაწილეები მიიღებენ  პროფესიონალურ რჩევებს და შეფასებას თავიანთ ნამუშევრებზე. ასევე GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს ეძლევათ დამატებითი დაფინანსების მოპოვების უნიკალურ შანსი.

ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური