GE

სენ-სირის სამხედრო სკოლის ორმა მსმენელმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარა

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარა სენ-სირის სამხედრო სკოლის ორმა მსმენელმა, ლეიტენანტმა ჟან-ფრანსუა ფრაისმა და ლეიტენანტმა მარი ლე გორეკიმ.

აკადემიის განმარტებით, სტაჟირების ფარგლებში, ფრანგმა მსმენელებმა იუნკერებთან ერთად ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები გაიარეს და ასევე მონაწილეობა მიიღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამხედრო სროლებში.

მსმენელებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური