GE

,,შარვაშიძის არჩევით მოხდა მისი დანიშვნის გაპრავება”- კონკურენტების შეფასებები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ყოფილი კანდიდატები რექტორად გია შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ. როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა პროფესორმა, გია ბარამიძემ განაცხადა, უნივერსიტეტს დღეს რექტორი არ აურჩევია, უბრალოდ მოხდა მისი დანიშვნა და ამ არჩევნებით მოხდა მისი დანიშვნის ,,გაპრავება”. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, გია შარვაშიძის ლეგიტიმაციის ხარისხი ნულს ქვემოთ არის.

,,მე ვაპირებ ყველა დონეზე გაპროტესტებას. იქნება მძაფრი, მაგრამ ლეგალური პროცესი. მე ვიქნები ჩემი სტუდენტების გვერდით”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებს მეორე კანდიდატი ცირა ბარამიძეც. მისი თქმით, დღეს აკადემიურმა საბჭომ ელემენტარული ტესტი ვერ ჩააბარა.

,,მეცნიერებმა ელემენტარული ტესტი, არიან თუ არა მეცნიერები, ვერ ჩააბარეს და აკადემიურ თანამდებობაზე აირჩიეს პირი, რომელიც არ არის მეცნიერი და არის მენეჯერი,” – აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

რექტორის არჩევნების შედეგებს ასევე არ ეთანხმება სტუდენტთა არცერთი ჯგუფი. მათი მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური