GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, ასევე, სახელმწიფო გრანტის მფლობელებსა და 200-ეულ და 100-ეულში მყოფ სტუდენტებს შესაბამისი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.

მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ირჩევენ, ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, წელს ჩარიცხული 576 სტუდენტიდან , 230 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, 68 ოქროს, ხოლო 25 ვერცხლის მედლის მფლობელი, 2 სტუდენტი ეროვნულის მასშტაბით პირველ 100-ეულშია, ხოლო 1 პირველ 200-ეულში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებით 1000-მდე სტუდენტი სარგებლობს, ხოლო გაცემულ გრანტთა საერთო რაოდენობა 2 000 000 მილიონ ლარს აღწევს. საზეიმო ცერემონიალი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ ”ბიგ-ბენდმა” გააფორმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური