GE

შემეცნებით-გასართობი თამაში ,,წიგნის ჭია” სკოლის მოსწავლეებისთვის

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სკოლის მოსწავლეებს შემეცნებით-გასართობ თამაშს „წიგნის ჭია” სთავაზობთ. ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მისი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების მიერ ზოგადი ცოდნის გამოვლენა, მოტივაციის ამაღლება. სახელწოდებიდან გამომდინარე, თამაშისთვის განკუთვნილი კითხვები მთლიანად დაკავშირებული იქნება კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასთან, მისი თემატიკაა მხატრული ლიტერატურული ნაწარმოებები, ბილიოგრაფიული პროზა, პოეზია და ა.შ.

,,თამაში გაიმართება 3 ეტაპად და გამოვლინდება გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ქალაქ თბილისის 10 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (9; 10; 11; 12). მონაწილეების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე პირველი 10 დარეგისტრირებული გუნდი შეირჩევა პროექტისთვის.
სკოლას ვიქტორინაში მონაიწლეობის მიღება შეეძლება ექვსკაციანი (მეშვიდე სათადარიგო მოთამაშე) გუნდით. სავალდებულოა ყოველ გუნდს ჰქონდეს სახელი და ჰყავდეს კაპიტანი. პროექტში მონაწილეობისათვის გუნდებმა (გუნდის წევრებმა) უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია დათქმულ ვადებში. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს სარეგისტრაციო ბლანკი სკოლის ბეჭდით და დირექტორის ხელმოწერით”,- ნათქვამია ბიბლიოთეკის განცხადებაში.

საინფორმაციო შეხვედრა კაპიტნებთან 29 აპრილს 15:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მისამართი: ალექსიძის #1 1/4) გაიმართება.
29 აპრილამდე, რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
Mail: giorgi.murjikneli@sciencelib.ge TEL: 593 340 343

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური