GE

შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში სულ 12 077 ვაკანტური ადგილი გამოცხადდა

შემოდგომის სემესტრის მობილობაში, რომელიც გუშინ დაიწყო მონაწილეობას იღებს 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. რაც შეეხება ადგილების რაოდენობას, სულ გამოცხადებულია 12 077 ვაკანტური ადგილი.

ვაკანტური ადგილები უმაღლესებისა და პროგრამების მიხედვით

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე –www.students.eqe.ge.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
2. სსიპ – ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია”;
3. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
4. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი

untitledასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ელექტრონული პორტალის საფუძველზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

როგორც ცნობილია, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 27 ივლისს და 18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის რეესტრის სამმართველო სტუდენტებს დახმარებას გაუწევს.. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3607).

მობილობის საფასური 40 ლარია. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური