GE

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის, გერმანიის ქალაქ იულიხში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან მ. შმიდტმა მოაწერეს.

ფონდის ინფორმაციით, ხუთწლიანი შეთანხმება  ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის განახორციელებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს გერმანიისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე უზრუნველყოფს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტაჟირებას ცენტრში. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს, რათა წარმართონ უახლესი, მაღალი დონის კვლევები, როგორც ფუნდამენტური ისე გამოყენებითი მიმართულებით.

იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური