GE

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს – ნანუკა ჟორჟოლიანი

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები წარმატებული და შემდგარი ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის მოძებნა უწევთ. ეს არის პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი ორი შვილის დედა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია, ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც შეიძინა.

561402_10151018556789350_15660308_nმარიამის გაზრდაში ძალიან მინიმალურად ვიყავი ჩართული, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რასაც ძალიან ვნანობ. თავიდან ბოლომდე დედაჩემს ჰქონდა ეს პასუხისმგებლობა აღებული. თუმცა, მე დავდიოდი სკოლაში და შესაბამისად, ინფორმაციასაც ვფლობდი, მაგრამ ეს არ ცვლიდა რეალობას.12 წლის შემდეგ ვაკონტროლებდი აბსოლუტურად სხვა რაღაცებში, მათ შორის თემის დაწერაში, ოღონდ არა როგორც დედა, რომელიც დოინჯშემორტყმული ვიდექი, არამედ როგორც მეგობარი, რომელიც რჩევას უფრო მეტად მივცემდი. საბას შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, არ ვიცი ამას ჩაბარება ჰქვია თუ რა, მაგრამ ვნახულობ მის ყველა რვეულსა თუ წიგნს მინაწერებით. შაბათ-კვირას გვაქვს 2-2 საათი გამოყოფილი ერთად რაღაცის კეთებისთვის.

13010893_10154081429449350_8153177155452393968_nის, რაც მარიამთან ძალიან ვიდარდე და ჩამოვრჩი, თანამედროვე დედა ვეღარ ვიყავი განათლებაში, საბასთან ავანაზღაურე, აქ თავიდანვე ჩართული ვარ. მართალია, მარიამი დაზარალდა, მაგრამ ჩემთვის კარგი გამოცდილება აღმოჩნდა, რომ საბასთან შეცდომები აღარ დავუშვა. ვერ გეტყვი, რომ საგნებს ვიბარებ,  არ ვზივარ და არ ვეუბნები რომ აბა ჩამაბარე. სრული ინფორმაცია მინდა მქონდეს რას აკეთებს ჩემი შვილი და საბას მასწავლებლებთანაც მეტ კომუნიკაციაში ვარ, ვიდრე მარიამთან ვიყავი.

მშობელი შვილის ცხოვრებაში აქტიურად  უნდა იყოს ჩართული, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მაინც ბავშვზეა

არის თემები შვილებს მათი დამოუკიდებლად გაკეთების, არჩევის საშუალება რომ უნდა მისცე. როცა საბა სხვადასხვა წრეებზე შევიყვანე, ასე მოვიქეცით: თუ ოთხი წრე მას ავარჩევინე, იქ ერთი ჩემიც შევურიე, ანუ, შესაძლებელია ბავშვთანაც გარიგება. მოკლედ, გარიგება ცუდი სიტყვა არაა, ბიზნეს შეთანხმება, როდესაც შენ ეუბნები, რომ რაღაცას უკეთებ და ის წამოიყვანო, რაღაც გაგიკეთოს.

ნანუკა და საბამოთხოვნა  რთულია, მაინც ვფიქრობ, რომ მშობელი უნდა იყოს ძალიან ჩართული, შვილის ზოგიერთი უნარები, რომ არ გამოგვეპაროს. მე აღმოვაჩინე, რომ საბას ძალიან უყვარს ხატვა ეს მას ამშვიდებს, აწყნარებს, მარიამთან ეს ყველა ეტაპი გამომეპარა, შესაბამისად, თუ დღეს  მარიამი ძალიან რთულად ჩამოყალიბდა პროფესიის არჩევის დროს,  ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი პრობლემა. მე რომ მას უნარებისა და ინტერესების  აღმოჩენაში დავმხარებოდი, გაცილებით უფრო ადრეული ასაკიდან ეცოდინებოდა რა უნდოდა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ  ბავშვებს ხანდახან სჭირდებათ წახმარება. მშობელი შვილის ცხოვრებაში აქტიურად  უნდა იყოს  ჩართული მაგრამ, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა მაინც ბავშვზეა. თუ რაღაც არ მოსწონს,  თუ რაღაც არ უნდა, დაძალება არ შეიძლება. ადრე რომ ყველა ბავშვს ცეკვაზე ატარებდნენ, გინდა თუ არა ყველას უნდა ეცეკვა, ეს მგონია შეცდომაა. თუ ბავშვს რაღაც ინტერესი არ აქვს და მშობელი აძალებს…  მოკლედ, ვფიქრობ, რომ ბავშვი  უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები, თუმცა მშობელიც ძალიან დეტალურად უნდა იყოს შვილის ცხოვრებაში ჩართული. ბავშვს როცა რაღაცის კეთების სურვილი აქვს, მშობელმა უნდა მიუშვას. გადაწყვეტილების მიმღები  6 წლიდან იქნება თუ საიდან. ჩვენთან ასეა, გადაწყვეტილებას საბა იღებს.

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს

13101302_1000352433353581_520754066_nშეიძლება ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ საშინლად მკაცრი დედა ვარ. მარიამი ახლაც ამბობს, თუ რამის ეშინია არის ის, რომ ნანუკა არ გაბრაზდეს. არ ვიცი, ვისთვის რა არის სიმკაცრე, მაგრამ მე ჩემი დასჯის მეთოდები მაქვს. მარიამი თუ მთელი წელი გეგმავდა მეგობრებთან წასვლას, მაგრამ მე რაღაც არ მომეწონებოდა მის ქულებში ან ჩვენს შორის შეთანხმებას არ შეასრულებდა, შეიძლება წასულიყვნენ მარიამის მეგობრები, მაგრამ არა მარიამი. შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ძალიან თავისუფალი დედა ვარ, იმდენად თავისუფალი რომ ჩემ შვილებს ჩემთან ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი. ერთადერთი რაშიც ძალიან მკაცრი ვარ, ეს არის განათლება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან მიიღოს სრულყოფილი  განათლება. მე მას ვეუბნები, რომ ამ ინვესტიციას ვდებ და უნდა დამიბრუნოს მხოლოდ და მხოლოდ განათლებით. SAT-ის ქულა არ მომეწონა და არ ველაპარაკებოდი 4 თვე, პირდაპირი გაგებით, ახალი წელიც არ მივულოცე. სამაგიეროდ სრულ თავისუფლებას ვაძლევ ყველაფერში, რაც სრულწლოვანი გახდა. შემიძლია მხოლოდ რჩევის თვალსაზრისით ჩავერიო, იმის იქით არა.

12093797_520321388146120_735533930_nჩემი და მარიამის ურთიერთობა მგონია რომ კლასიკურ მაგალითად არ გამოდგება, ჩვენ ერთად გავიზარდეთ რაღაცნაირად. ძალიან პატარა ვიყავი მარიამი რომ გაჩნდა. ვფიქრობ, რომ მარიამი ჩემ მიმართ მორალურ ვალდებულებას გრძნობს. ის, რომ მე მარიამზე  მთელი პასუხისმგებლობა ავიღე, გაზრდის თვალსაზრისით, მშობლებს შორის პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, მარიამს მუდმივად მადლიერების გრძნობა აქვს.  გამიმართლა ამას რომ ხედავს, მან  ზუსტად იცის, რომ თუ უნდა ჩემი მადლობელი იყოს, უნდა იყოს მადლობელი  იმით, რომ მეპურე იქნება – მაგარი პური უნდა აცხოს, დამლაგებელი იქნება – კარგად უნდა დაალაგოს, არ აქვს მნიშველობა რა პროფესიის იქნება, ყველაზე კარგი ტიპი უნდა იყოს თავის პროფესიაში.

უთხარით შვილებს, რომ არიან პრინცესები, პრინცები – თავდაჯერებულები გაზარდეთ

მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი ბავშვის ჩამოყალიბებაში არის გარემო, სადაც იზრდება, სითბო, რომელიც ამ ბავშვებმა უნდა მიიღონ. არ არის აუცილებელი, 24 საათი იყო შვილთან დანევროზებული, შეიძლება ძალიან ნაყოფიერი 4 საათი გაატარო დღის განმავლობაში.

13115573_1000352446686913_1239295615_n ვფიქრობ, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ არიან პრინცები, პრინცესები– თავდაჯერებულები უნდა გავზარდოთ. მარსებითია ღია ურთიერთობა შვილთან, ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა უხერხული კითხვა იყოს. მე ვმდგარვარ ამ  ფაქტების წინაშე, უხერხული კითხვებიც მომისმენია და უხერხული შენიშვნებიც შვილისგან. რაც უფრო მეტ ტაბუს დავადებთ თემას, მით უფრო მეტ ბარიერებს ვაშენებთ. ვფიქრობ, რომ მე მოვიგე მარიამთან, იმით რომ აბსოლუტურად ყველა თემაზე მასთან ლაპარაკი შემეძლო 13-14 წლიდან. მე ვარ მეგობარი დედა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის არის სიმკაცრე ეს თავისთავად ჩამოყალიბდა. როცა ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემთან მოსულები, მარიამისთვის არასდროს მითქვამს გადი უფროსები ვსაუბრობთ. შეიძლება, ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა თემის შეცვლა, მაგრამ მარიამისთვის არ მითქვამს, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, არასდროს ენის მოჩლექით მასთან არ მისაუბრია და ყოველთვის იცოდა პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე თვითონ რომ იღებდა. დიდი გოგოსავით ვუდგებოდი თავიდანვე. ვფიქრობ, რომ ბავშვობაში გარემო, მეგობრების წრე,  სკოლა – ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი.

პრობლემის მოგვარება არ ხდება დასჯასა და აკრძალვებში, არც დღის წესრიგის შედგენაში, მთელი გასაღები არის ურთიერთობებში

13084182_1000360053352819_2081665772_nმაინც მგონია რომ, თუ მშობელი შვილთან იმეგობრებს, ეს დაეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. შვილი ნაცემი მოვიდა, ან აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც პირველად მოხდა და დააშავა, მესმის რომ რთული მოსასმენია, მაგრამ მშობელი უნდა იყოს მეგობარი, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, პრობლემის მოგვარება არ ხდება არც დასჯაში, არც აკრძალვებში და არც დღის წესრიგის შედგენაში, მთელი გასაღები არის ურთიერთობებში. შეიძლება რაღაცები  ძალიან  არ მოგვწონდეს, რასაც ისინი გვეუბნებიან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ზედმეტად ემოციურები, ან ზედმეტად არ გავბრაზდებით რაღაცებზე, რაც ხშირად მეც ვერ მიკეთებია, ეს ურთიერთობებსაც გაადვილებს და იმ პრობლემის მოგვარების გზებსაც გვაპოვნინებს.

ეცადეთ, რომ შვილები ჩვენს არსებობას ყოველთვის გრძნობდნენ

მარიამს მე ვაკლდი, ძალიან ვნანობ-მეთქი გითხარით. რომ შემეძლოს, მარიამთან აბსოლუტურად ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი. ლაპარაკს რომ დაიწყდებდა იქიდან ვეტყოდი, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე კარგი, იმიტომ რომ დედის არარსებობამ ბავშვობაში, მის ცხოვრებაში რაღაც კომპლექსების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ყველაფერს შევცვლიდი მარიამთან, სკოლაში უფრო ხშირად მივაკითხავდი და დედა უფრო ხშირად ეყოლებოდა. ყველაზე მთავარი იცით რა არის? ყოველთვის გრძნობდნენ ჩვენს არსებობას შვილები.

13115578_1000356616686496_1736940983_nდა ბოლოს, იყავით თანამედროვე დედები, მშობელი შვილთან ერთად უნდა იზრდებოდეს

ვფიქრობ, რომ მშობელს ორი ლარი ექნება, სამი თუ 30, 99% ეს ფული შვილის განათლებაში უნდა ჩადოს.  ინტერესები ბავშვობიდანვე უნდა გავუჩინოთ, და პლუს ეს ინტერესები ბავშვობიდანვე უნდა დავუკმაყოფილოთ. ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლები საკუთარ თავზეც და გადაწყვეტილებებზეც თავად არიან. მინდა სულ დავრჩე ისეთი დედა, რომელიც მათთან ერთად ყველგან ივლის და სასურველი იქნება. მშობელი შვილთან ერთად უნდა იზრდებოდეს, მე მართლა ვიზრდები ახლა საბასთან ერთად. ყოველ ახალ შვილთან ერთად უნდა გავიზარდოთ, რაღაცებს ჩვენ მშობლები რომ არ ჩამოვრჩეთ. ეს ახალი თაობის ბავშვები არიან, ბევრად კაი ტიპები არიან ვიდრე, ჩვენ თავის დროზე. ყველა შვილთან ერთად თავიდან უნდა დაიწყო და თავიდან უნდა გაიარო ცხოვრება. ურთერთობების ეს ფორმაა ყველაზე მთავარი, ჩვენ შვილებთან ახლოს უნდა ვიყოთ. მშობლები არ უნდა ვიყოთ, თანამედროვე ტიპები უნდა ვიყოთ.

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური