GE

„სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია“– თინა ხიდაშელი

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელია. ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, 16 წლის სანდროსა და 10 წლის გიგასთან ურთიერთობისას დააგროვა.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მათში უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ

???????????????????????????????

თავისუფალი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზად არის გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწრაფად ოპერირებდეს რთულ გარემოში, იყოს პრინციპული და მიზანსწრაფული, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანაა. ვფიქრობ, თუკი მშობელი ახერხებს ამ ამოცანის შესრულებას, მიზანიც მიღწეულია, მისია შესრულებული.

ჩემი და ჩემი შვილების ურთიერთობა ხშირ შემთვევაში დროის მცირე მონაკვეთებით შემოისაზღვრება. უფრო ხშირად განთენიისას, სკოლაში წასვლამდე, იშვიათად კვირას, ნახევარი დღე.

რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა მაინც მგონია, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის განმსაზღვრელი დროის ხარისხიანად გამოყენება უფროა, ვიდრე საათების რაოდენობა, რომელსაც მათთან ატარებ. რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ, რომ მეტი საშუალება არ მაქვს მათთან ერთად გართობის, მინდორში სირბილის, ან ლაშქრობებში ხეტიალისთვის.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მათში უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ. იშვიათად ვიბარებ მათგან გაკვეთილებს, იშვიათად ვმონაწილეობ გაკვეთილების მომზადების პროცესში, თუმცა მომეტებული პასუხისმგებლობა, და მოლოდინი იმის, რომ დილით, შეიძლება სახლში დავრჩე და მოვიკითხო წინა კვირის გაკვეთილები, მუდმივად ფორმაში ამყოფებთ.

მე არ მჯერა ჩაბარება – ვერ ჩაბარების შიშით მიღწეული წარმატების.

მგონია, რომ ასეთ დროს ბავშვები უბრალოდ იზეპირებენ ბოლო წაკითხვიდან იმ წამამდე, როდესაც უნდა ჩაგაბარონ და შემდეგ ეს შრომა ქრება.

13934887_10154350050686635_699522584935719195_nჩემი რჩევები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად საინტერესოს, მათთვის მნიშვნელოვანის ძიებას ეხება. იმის მიუხედავად ბიოლოგიას სწავლობენ თუ ფიზიკას, მათემატიკას თუ ლიტერატურას, ვცდილობ, წაიკითხონ, ისწავლონ მათთვის საინტერესო პერსპექტივიდან, მათთვის გასაგები მაგალითებით, მათთვის ღირებული და ნაცნობი მიზეზებით და არა იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა აქვთ, ან დედა სახლში იქნება და ჩაბარება მოუწევთ. ასეთი მიდგომა წარმოსახვის, ფანტაზიის, აზროვნების ფარგლებს აფართოვებს.

ასეთ შემთხვევაში ადამიანები პოზიტივის, მათთვის ყველაზე მისაღები მიზეზების ძიებას იწყებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვებისთვის ყოველი ისტორია, გაკვეთილი, მათი ყოველდღიურობისათვის სასარგებლო შემადგენელი ხდება.

სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთერთი ნაწილია

მგონია, რომ სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. 6 წლის ასაკიდან ბავშვის გემოვნება, ინტერესები, მიდრეკილებები მუდმივად იწყებს გამოვლინებას. რიგ შემთხვევებში, სკოლა ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებსა და ინტერესებს თრგუნავს და მეორეხარისხოვნად წარმოაჩენს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია მშობლისა და პედაგოგების ურთიერთობა. არა კრებები, დიდი თავყრილობები, არამედ ინდივიდუალური ურთიერთობა, რომლის შედეგიც ის უნდა იყოს, რომ ქიმიის ყველაზე უფრო მოსაბეზრებელ და რთულ ცდასაც ენთუზიაზმით ხვდებოდეს მოსწავლე, დარწმუნებული იმაში, რომ იცის კონკრეტული მიზეზი, რატომ სწავლობს ამას და რატომ არის მისი განვითარებისა და მომავლისათვის სწორედ ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი.

ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია, თავისი ინდივიდუალური ინტერესებით და გატაცებებით. მაგრამ სრულიად კონკრეტული გამონაკლისების გარდა, ისინი ერთიანი სოციუმის წევრები ხდებიან და კოლექტიური გატაცებები უჩნდებათ.

10361279_10152604566611635_3836885586906564285_nაბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია: “ჩემმა შვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა უნდა ისწავლოს, ან ცურვაზე უნდა იაროს” კონცეფცია. სწორი მგონია, თანხმობის მიცემა, ყოველ შემთვევაში, როდესაც შვილი ამბობს “დე, ბიჭები რაგბიზე დადიან და შეიძლება, მეც ვიარო”. თუნდაც ეს გატაცება სრულიად 3-4 თვიანი აღმოჩნდეს. დიახ, ცურვაზეც უნდა ვატაროთ, ჭადრაკზეც, ინგლისურზეც და რაგბიზეც, ოღონდ ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ავყვეთ მის სურვილს და მაგალითად, ჩოგბურთზე ვატაროთ, იმიტომ რომ მისი მეგობრები დადიან, ან იმდაგვარად შევთავაზოთ ინგლისურის დამატებით გაკვეთილები, რომ დარწმუნებული იყოს, თავად აირჩია ასე.

თუკი შვილები ჩვენი მეგობრები არიან უფრო ნაკლებია შესაძლებლობა იმის, რომ რამე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან

რატომღაც მგონია, რომ უფრო ნაკლებია შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენმა შვილებმა რამე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან, ან დანაშაული ჩაიდინონ, თუკი ჩვენი მეგობრები არიან. თუკი არსებობს მათთვის შეუზღუდავი საუბრის, აზრთა ჭიდილის, საკუთარი იდეის დასაბუთების სივრცე. თუკი იცის რომ სახლში დედა/მამა, ყველაზე დიდი მეგობარი დახვდება რომელთან ერთადაც ყველა პრობლემას გადაჭრის.

მგონია, მკაცრი, უფროს-უმცროსობაზე დამყარებული ურთიერთობა ბევრი საიდუმლოს არსებობის სივრცეს ქმნის. ეს კი პრობლემების დასაწყისი მგონია.

დედა-შვილის მეგობრობა, ყველაზე წარმატებული მშობლების მეგობრობის ფონზე მგონია. საუკეთესო მაგალითი სწორედ მშობლების ურთიერთობის სიმტკიცეა. როდესაც შვილები ხედავენ, რომ დიალოგი, მეგობრობა, პრობლემებზე გამოსავლის ერთად ძებნა ბედნიერების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, მათაც უჩნდებათ სურვილი ასევე მოიქცნენ.

ხვალინდელი დღე დაგეგმეთ შვილებთან ერთად

ხვალინდელი დღე დაგეგმეთ შვილებთან ერთად. როგორი პატარებიც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა გრძნობდნენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან. პასუხისმგბელობის გადანაწილების საუკეთესო საშუალებაა. ყველა დიდი და პატარა საკითხი მათთან ერთად გასავლელია, ოჯახის ბიუჯეტის ჩათვლით.

ბავშვებმა ადრეულ ასაკში უნდა ისწავლონ, მათი ასაკის შესაფერისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი პასუხისმგებლობიანი, საკუთარ ძალებსა და არჩევანის სისწორეში დარწმუნებული თაობის გაზრდა. ასეთი ბავშვები სკოლაშიც კარგად სწავლობენ და შემდეგ, წესიერ და მშრომელ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

მოსწავლე და გარდატეხის ასაკი – უნდა მისცე შვილს საშუალება, რომ საკუთარი თავი თავად იპოვოს

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს – ნანუკა ჟორჟოლიანი

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური