GE

სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ყველა იმ სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გავრცელებისა და დიდთოვლობის მიზეზით იყო შეწყვეტილი, სწავლა დღეს განახლდა.

ამის შესახებ Aris.ge-განათლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თითოეული სკოლა ვალდებულია დაიცვას, ის რეკომენდაციები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა. საუბარია სანიტარული ნორმების მონიტორინგსა და სადეზინფექციო სამუშაოებზე.

“ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე იქნება რისკები. თითოეულმა სკოლამ განახორციელა სადეზინფექციო სამუშაოები და მონიტორინგი კვლავაც გაგრძელდება”,- აღნიშნეს სამინისტროში.

გარდა ამისა სააღმზრდელო პროცესი განახლდა საბავშვო ბაგა ბაღებშიც, სადაც ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, პროცესი პირველ თებერვლამდე იყო შეწყვეტილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური