GE

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს 44-ათასზე მეტი მოსწავლე აბარებს

დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო.

როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდისათვის 44 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას  4  საგანში (ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა)ჩააბარებენ. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.

გამოცდიდან უკვე გამოსული მეთორმეტეკლასელების ნაწილი ამბობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა რთული არ არის და თუ მოსწავლე მომზადებულია, არც ჩაბარება გაუჭირდება. გამოცდიდან გამოსულები რჩევებსაც იძლევიან:

„ეხლა გამოვედი, ჩავაბარე არაფერია არაა ძნელი გრამატიკიდან გადაიმეორეთ სინტაქსური და მორფოლოგიური შეცდომა, კიდე გრამატიკის სახეები ანუ რასახისაა. ლიტერატურიდან დიდოსტატი, ვეფხისტყაოსანი, შუშანიკი, აბო თბილელი, გრიგოლ ხანძთელი, აჩრდილი, განდეგილი, სამანიშვილი, შელოცვა რადიოთი, ჯაყო -მე ესენი შემხვდა წარმატებები, კველაფერი კარგად იკნება არაა ძნელი“,- ამბობს სალომე გუგუშვილი.

მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია -ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესს თბილისის №166 სკოლაში დაესწრება.

საატესტატო გამოცდების წინ წასაკითხი რჩევები საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან

მე-12 კლასის 2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

გამოსაშვებ გამოცდებზე ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური