GE

სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პოეზიის საღამო გაიმართება

20 მარტს 17:00 სთ-ზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, ტარდება პოეზიის საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერ დამწყებ და უკვე ცნობილ პოეტს 15 წელს ზევით.

როგორც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ღონისძიება მიიღებს სისტემატურ ხასიათს, მისი ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა და დამწყებმა პოეტებმა გაიცნონ ერთმანეთი, წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე თავიანთი ნიჭი და უკეთ გაიცნონ სახალხო პოეტისა და ძველი თბილისის მოტრფიალის, იოსებ გრიშაშვილის შემოქმედება.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შთაბეჭდილებები, დაათვალიერონ მუზეუმი, სადაც დაცულია ქართველი სახალხო პოეტის, ბატონი იოსებ გრიშაშვილის პირადი არქივი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები, ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები, ქართული ხალხური საკრავების, მუსიკალური ნაწარმოებების ნოტების, გრამფირფიტების კოლექციები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციას, ხელნაწერებსა და სხვა.

გთხოვთ გვეწვიოთ, ჩაერთოთ ამ ღონისძიებაში და გააცნოთ თქვენი შემოქმედება ფართო საზოგადოებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური