GE

სკოლის მოსწავლეებისთვის სლოგანების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში აცხადებს სლოგანების, კონცეფციების და სასკოლო წარმოდგენების – ფლეშმობების კონკურსებს.

კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარდება შემდეგი კონკურსები:

1. სლოგანების კონკურსი VII-XII კლასელებისთვის;

2. ფლეშმობების კონკურსი I-XII კლასელებისთვის;

3. კონცეფციების კონკურსი VIII-XII კლასელებისთვის.

კონკურსები ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.

სკოლას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ერთ კონკურსში.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, წიგნის მაღაზიისა და კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათებით.

ვადებისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური