GE

სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსი გამოცხადდა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო და საჯარო სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეება უნდა გადაიღონ ინტერვიუ ან რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კონკურსანტების მხრიდან ჯანსაღი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი ფიზიკური აღზრდის პოპულარიზაცია და მავნე ჩვევების დაგმობა.

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ძვირადღირებული საჩუქრები.

კონკურსში მონაწილეობის დამატებითი პირობები, ინფორმაცია პრიზების შესახებ და ვადები იხილეთ დანართში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური