GE

სოფელ ნუკრიანში თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

5 მარტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში პროექტის “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის” ფარგლებში თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნუკრიანის საზოგადებრივი ცენტრი საქართელოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის პარტნიორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში უკვე გაიხსნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური