GE

“სპორტით დაინტერესების სამიზნე მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები იქნებიან” – ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ინიციატივა,  რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ეხება, კვირაში ორი საათი ჯანსაღ გაკვეთილებსა და სპორტულ აქტივობებზე იქნება მიძღვნილი და ეს თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოხდება.

საკითხზე, თუ რა აქტივობებით განახორციელებს სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-სთან დეტალურად ისაუბრა.

„ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ფაქტობრივად სკოლის ადმინისტრაციასა და ასევე პედაგოგს ვაძლევთ დამატებით მატერიალურ დაფინანსებას, ასევე ვაძლევთ ინვენტარის ფულს. აქვე ვიტყვი, რომ პედაგოგი შეიძლება იყოს როგორც ფიზკულტურის, ასევე სხვა პროფილის. ვაპირებთ რომ ამ პროცესში მანდატურებიც ჩავრთოთ. ანუ გამოდის, რომ მასწავლებელსაც და ადმინისტრაციასაც აქვთ მატერიალური მოტივაცია. ბავშვებისთვის ეს არის  ნებაყოფლობითი ცალსახად, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენ გვინდა, რომ მინიმალური მოთხოვნა ყველა ბავშვის მიმართ იყოს გვინდა რომ ნორმატივების პრინციპი რაც იყო ადრე, ეს წესი ავამოქმედოთ“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებაში განათლების სამინისტროს ფეხბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, რაგბისა და ზამთრის სპორტული სახეობების ფედერაციები დაეხმარებიან.

„დანარჩენებიც დროთა განმავლობაში დაემატება და თითოეული სკოლა  ერთ ან რამდენიმე ფედერაციასთან გააფორმებს ხელშეკრულებას.  თითოეული ფედერაცია გვეხმარება, რომ ისეთი თამაშები შევიტანოთ სკოლაში,  რომელიც არ მოითხოვს რაღაც სპეციალურ უნარებს.  ახლა, ათი ბავშვი რომ თამაშობს ფეხბურთს კარგად და დანარჩენები სხედან და არაფერს  აკეთებენ – ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვთ ისეთი თამაში მოიფიქროს, რომელიც გოგონებისა და ბიჭებისთვის ერთნაირად საინტერესო  და მხიარული იქნება.  მოკლედ, ჩვენი სამიზნე არა სპორტში ისედაც ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებიც ისედაც სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ, არამედ მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები. შევეცდებით რომ ფედერაციებთან ერთად შეჯიბრის ჟინი გავაჩინოთ. პირობითად წრეშიბურთის ჩემპიონატი რომ იყოს,  არამგონია მას ბავშვი გამოაკლდეს,“ – აცხადებს ჯეჯელავა.

რამდენად მზად არიან სკოლები სპორტული ცხოვრების გააქტიურებისთვის

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის განხორციელება 103–ე სკოლიდან დაიწყო

სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური