GE

სტანდარტი – სახელმწოფოს სტანდარტული პასუხი განათლების პრობლემებზე

დაახლოებით 15  წელია ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმირება მიმდინარეობს:  აქტიური ცვლილებები ამ კუთხით ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო,  ამავე  წელს მთავრობამ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი დოკუმენტი  დაამტკიცა,  რომლიც  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ეხება, (იხილეთ დიკუმენტი) მასში გაწერილია, თუ  რა ღირებულებებით,  ცოდნით და უნარებით უნდა აღჭურვოს სკოლამ მოსწავლე.  დოკუმენტი მართლაც საინტერესოა,  თუმცა  მასში  გაწერილი   დებულებები განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში თითქმის არასდროს ყოფილა ამოსავალი.  

პრაქტიკაში  ზოგადი განათლების მიზნებს  განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ სტანდარტები:   მაგალითად,  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა რეალობაში ჩანაცვლებულია იმ მიზნებით, რასაც სტანდარტული საატესტატო  გამოცდები აწესებს –  რაც მოწმდება იმას სწავლობენ და ასწავლიან, ასეთია  დღის წესრიგი.   

კიდევ ერთი საინტერესო  დეტალი სისტემის რეფორმირების ისტორიიდან არის ის, რომ რეფორმების ავტორები მუდმივად გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ  სწორედ   მათ მიერ შემოთავაზებული ცვილებები უშველის სკოლებს და გაზრდის განათლების ხარისხს. რეფორმების  დამგეგმავებსა და გამტარებლებზე საუბრისას ასევე  აღსანიშნავია ის,  რომ დისკუსიებში, თუ განხილვებში ადვილად არის შესამჩნევი გარკვეულწილად  ემოციური დამოკიდებულება მათივე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტებისადმი, რაც  ერთის მხრივ, ალბათ, ბუნებრვია,  თუმცა ემოციური დამოკიდებულება  ვფიქრობ, ხელს უშლის შეაფასონ რეფორმა ობიექტურად.

ემოციური ფაქტორების ანალიზიდან მინდა რეფორმების ანალიზზე გადავიდე. ვფიქრობ, მსჯელობის არსის უკეთ გაგებისთვის  მნიშვნელოვანია განვმარტო, რას ვგულისხმობ რეფორმაში. ჩემი აზრით,  ცვლილება ან მოქმედება (რეფორმა)  ყოველთვის მაშინ ხდება საჭირო, როცა არსებობს რაიმე პრობლემა და ამ პრობლემაზე სჭიროა პასუხი. მაგალითად,  რეფორმა, რაც ამჟამად მიმდინარეობს განათლების სისტემაში, გამომდინარეობს ზოგადად იმ პრობლემებიდან, რომელიც წარმოაჩინა 2011 წელს ჩატარებულმა  საერთაშორისო კვლევამ,  სადაც ქართველმა მოსწავლეებმა  წიგნიერებასა და რაოდენობრივ  მსჯელობაში ცუდი შედეგები აჩვენეს. თუ შევხედავთ  ზოგადი განათლების განვითერების 10 წლიან  სტრატეგიას, რომელიც სამინისტრომ გასული წლის ბოლოს წარმოადგინა, იქ სწორედ ნახსენებ პრობლემაზეა აპელირება და აქედან გამომდინარეა ახსნილი რეფორმებისა და ცვლილებების აუცილებლობა.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან რეფორმის არსის ჩემეული ინტერპრეტაციის განსამარტებლად.  2005 წელს შემოღებულ იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია კორუფციამ,  ანუ  პრობლემის არსებობამ  და მასზე პასუხის საჭიროებამ.  მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა კიდევ ბევრი შეიძლება, თუმცა  რეფორმირების პროცესის ჩემეული შეფასება,  რომ რეფორმები არის პრობლემებზე პასუხი, ვფიქრობ, ზემოთ ნახსენები მაგალითებით დასტურდება. რეფორმის პროცესის განმარტება იმისთვის დამჭირდა, რომ უფრო ნათლად ჩამოვაყალიბო  მომდევნო სათქმელი.  

თუ ვთანხმდებით, რომ რეფორმირების პროცესი გულისხმობს პრობლემებზე პასუხს,  მაშინ  ლოგიკური იქნება კითხვა –  ვინ პასუხობს პრობლემებს და როგორ?

მოდით კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ განათლების სფეროს რეფორმირების ისტორიას და  გავიხსენოთ ისევ 2005 წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები. როგორც აღვნიშნეთ არსებობდა კორუფციის პრობლემა უმაღლესებში აბიტურიენტების მიღებისას და ამიტომ სახელწიფომ უპასუხა ამ პრობლემას, ხაზს ვუსვამ სახელმწოფომ,  ასევე საინტერესოა როგორ უპასუხა? უპასუხა სტანდარტული  გამოცდების შემოღებით.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო,  სახელმძვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებს,   სახელმწიფომ  ასვე სტანდარტით უპასუხა და შემოიღო გრიფირების წესი ანუ დაწესდა სტანდარტი, თუ როგორი და რომელი წიგნებით უნდა ასწავლონ ყველა სკოლაში.

გამოსაშვებ გამოცდებზე არსებული პრობლემებიც ტრადიციულად იქნა მოგვარებული – სტანდარტული გამოცდის შემოღებით.   ასვე,  გავიხსენოთ ის, რომ  2005 წლიდან  შემოღებულ იქნა სკოლების მართვისა და დაფინანსების სტანდარტული მოდელები. წარსულიდან დავბრუნდეთ დღევანდელობაში –  დღესაც, სახელმწიფო პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემზე პასუხის გაცემას  ახალი  სტანდარტული სქემით ცდლობს.

სტანდარტებს უამრავი  პოზიტიური მხარე აქვს –  ის თანაბარ პირობებში აქცევს ყველას.  მაგლითად, საატესტატო გამოცდების დროს მოსწავლეები მთელი საქართველოს მაშტაბით თანაბარი დონის ტესტს აბარებენ.  პედაგოგთა შეფასებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის ერთ- ერთი მიზანიც სწორედ პადაგოგების თანაბარ პირობებში ჩაყენებაა, რათა მათი ობიქტურად შეფასება მოხდეს.

სწორედ თანაბარ პირობებში ყველას ჩაყენება და ობიეტურობაა სტანდარტის ერთ-ერთი უმთავრესი ლეგიტიმაცია. მეორე   ლეგიტიმურობა სტანდარტებისა გახლავთ წესრიგი: სისტემის მოწესრიგებული ფუნქციონირება.   სტანდარტების შემთხვევაში ადვილია  მთელი სისტემა  მარტივად, მოწესრიგებულად მართო. კიდევ ერთი მომხიბვლელობა სტანდარტის არის ის, რომ იგი იძლევა საშუალებას  დროში უფრო სწრაფად უპასუხო პრობლემას.

როგორც ზემოთ ნახსენები განათლების რეფორმის ისტორიიდან  დავინახეთ, სახელმწიფო პრობლემებს თითქმის ყოველთვის სტანდარტულად – სტანდარტების შემოღებით პასუხობდა. (დღესაც იგივეს იმეორებს)

კიდევ ერთი საკითხი მინდა წამოვჭრა,  ვიდრე ისევ დავუბრუნდები სტანდარტებზე მსჯელობას. პასუხობენ თუ არა  ზოგადად საზოგადეობები, თემები, თავად სკოლები  პრობლემებს დამოუკიდებლად?  იქნებ სწორედ მათი უმოქმედობა უბიძგებს სახელმწიფოს  მოახდინოს მონოპოლია ყველა პრობლემის მოგვარებაზე?

თუ ადამიანებს რაციონალურ არსებებად განვიხლავთ, პირველ შეკითხვას  დადებითად უნდა ვუპასუხოთ.   ზოგად მაგალითს მოვიყვან იმის,  როგორ პასუხობს საზოგადოება პედაგოგების დაბალ კვალიფიკაციას –  ეს არის რეპეტიტორების ინსტიტუტი. ვიდრე მანდატურის ინსტიტუტი შემოვიდოდა, ბევრი სკოლა მოსწავლეებს შორის კონფლიქტს უფროსკლასელების გამოყენებით აგვარებდა, ანუ პასუხობდა პრობლემას თავისებურად.  აქ არ მაქვს საუბარი იმაზე ეს პრაქტიკები კარგია თუ ცუდი, ამ მაგალითების მოყვანით მინდა დავადასტურო მოსაზრება, რომ სასკოლო საზოგადოება და ადამიანები პასუხობენ და რეაგირებენ  ლოკალურად პრობლემებზე.

რას აკეთებს სახლმწიფოს მიერ შემოღებული სტანდარტი? რა მოსდის ამ დროს  ადგილობრივ პრაქტიკას? – რა თქმა უნდა  კლავს. შესაძლოა, უამრავი მათგანი მართლაც აღმოსაფხვრელი იყოს, თუნდაც იგივე კორუფცია, თუმცა სტანდარტის პრობლემა არის ის, რომ მან შესაძლოა ასევე აღმოფხვრას ძალიან კარგი ადგილობრივი პრაქტიკა, რისი ფუნქციონირებაც შესაძლოა, სულაც არ ჯდებოდეს თანხა სდანტრატისგან განსვავებით, იყოს უფრო ეფექტურიც და  გარემოზე მორგებული. ანუ სტანდარტი ანადგურებს კარგ პრაქტიკას, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას.  სტანდარტის მინუსი არის ასევე  ის, რომ  შეიძლება, სულაც ვერ მოერგოს ადგილობრივ გარემოს და ვერ გადაწყვიტოს რეალურად პრობლემა. სტანდარტები კლავენ კრეატიულობას   ადგილობრივ დონეზე,  და რაც მთავარია, ის სახელმწიფოს მხირან მოითხოვს დანახარჯს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  შეიძლება  დავსვათ ასეთი კითხვა – თუ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს განათლების სფეროს რეფორმირების მიმართ  არასდროს შეუცვლია  მიდგომა,   ანუ ყოველთვის მისი პასუხი  პრობლემებზე იყო სტანდარტი, ხომ არ არის რეფორმების წარუმატებლობის მიზეზი სწორედ სახელმწიფოს ასეთი მიდგომა?

ამ კონტექსტში ერთ საინტერესო  ფაქტს  გავიხენებ:  ყველაზე წარმატებულ სასკოლო განათლების სისტემის მქონე ქვეყანას – ფინეთს, მხოლოდ ორი  რამის სტანდარტი აქვს: ეს არის სკოლების დაფინანსება და  პედაგოგთა მომზადების პროგრამა.

 რას უნდა აკეთებდეს სახსლმწიფო ?

ჩვენთან   არსებობენ  მეორე უკიდურესობის მომხრე  ექპერტებიც,  ვინც ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ სისტემა უნდა მიუშვას  და  საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. ვფირობ, ამ შემთხვევაში განვითარება დიდი დროით შეფერხდება. სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს და უფრო ხარისხიანად.  

კონკრეტულად,  მან უნდა გააკეთოს ის,  რომ გამოიკვლიოს, შეისწავლოს, აღმოაჩინოს ადგილზე მოქმედი პრაქტიკები, კარგ პრაქტიკებს  დაუჭიროს მხარი, მისცეს მეტი რესურსი, რომ უკეთ იფუნქციონოროს. ასვე, სახელმწიფომ უნდა სცადოს ადგილობრივი პრაქტიკების თავიდან გააზრება და შემდეგ სახეცვლილი ფორმით უკან შესთავაზოს სკოლებს.   ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა მეტ პროფესინალიზმს, მეტ დროს, ძალისხმევასა და დიალოგს  ადგილობრივ თემებთან. რეფორმატორების მხრიდან ფატია, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ სხვა შემთევაში, როგორც ზემოთ მოყვანილი ისტორიიდან დავინახეთ, მიზნებად იქცევა სტანდარტები, რეგულაციები და  არა მოსწავლე.

მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური