GE

სტიპენდიები ფრანგული ენის მასწავლებლებს საფრანგეთში პედაგოგიური სტაჟირებისთვის

ლინგვისტური და საგანმანათლებლო პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საშუალებას აძლევს ფრანგული ენის ქართველ პედაგოგებს, გაიუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკა საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში და მათ სთავაზობს სტიპენდიებს მოკლევადიანი პედაგოგიური სტაჟირებისთვის მაქსიმუმ სამი კვირის ხანგრძლივობით.

სტაჟირების თარიღები: 2015 წლის 3-დან 21 აგვისტომდე

სამიზნე აუდიტორია: საქართველოს სასკოლო დაწესებულებების ფრანგული, როგორც უცხო ენის პედაგოგები

მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
• მუშაობდეს საქართველოს სასკოლო დაწესებულებაში, სადაც ისწავლება ფრანგული ენა
• ჰქონდეს ფრანგული ენის სწავლების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

ჩამოტვირთეთ კანდიდატის დოსიე

დოსიეს შემოტანის ბოლო ვადა: 2015 წლის 17 აპრილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური