GE

“სტუდენტებს დავენიძლავე, რომ თქვენ 4 წელი არ იქნებით რექტორი” – სტუდენტი გია შარვაშიძეს

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “აუდიტორია 115–ის” წევრები უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძეს ხვდებიან.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ერთ–ერთმა სტუდენტმა გიორგი ჯავახაძემ რექტორს მიმართა: “სტუდენტს დავენიძლავე რომ თქვენ 4 წელი რექტორი ვერ იქნებით. იმიტომ რომ ყველა წინა რექტორი ვინც სახელმწუფოსგან იყო ჩასმული დროზე ადრე დაასრულა რექტორობა. პრაქტიკაა ასეთი”.

სტუდენტები რექტორს თავიანთ მოთხოვნებს აცნობენ და მათზე პასუხებს ისმენენ.

დღეს თსუ–ში საპროტესტო აქციის გამო პირველკურსელთა საზეიმო ღონისძიება ჩაიშალა. რექტორს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება “აუდიტორია 115″–ის წევრებმა არ მისცეს. მოგვიანებით ღონისძიება შენობის შიგნით გაიმართა.

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური