GE

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

სუხიშვილის უნივერსიტეტში 28-29 მაისს საერთაშორისო კონფერენცია “საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე” მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობა საერთო პრობლემების გადასაწყვეტად! ჩატარდა.

კონფერენციის საპატიო სტუმრები იყვნენ: ქ.აშდოდის (ისრაელი) პირველი ვიცემერი-მოშე ბოთერაშვილი,ქ. მოსკოვის (რუსეთი) ქართული სკოლის დირექტორი – ანა კერესელიძე, ქ.კიშინოვის (მოლდავეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი – ვალენტინა ტეოსა. ქ.გორის მერი – ზურაბ ჯირკველიშვილი, კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე.

სტუმრები მიესალმნენ კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნეს მათი და უნივერსიტეტის მეგობრობის მნიშვნელობა განათლების განვითარებაში.

ქ.აშდოთის ვიცე მერთან – მოშე ბოთერაშვილთან და ქ.მოსკოვის ქართული სკოლის დირექტორთან – ანა კერესელიძესთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ბატონი მოშე ბოთერაშვილი და ქალბატონი ანა კერესელიძე არჩეულნი იქნენ სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური