GE

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოში რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე გორში, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარაულაშვილსა და საქართველოში რუმინეთის ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი და რუმინეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება იყო.

გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს უმასპინძლა სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარების დარგში-ეკატერინე სუხიშვილმა. შეხვედრას აგრეთვე დაესწრნენ ქ. გორის მერი – ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური