GE

სუხიშვილის უნივერსიტეტში პირველკურსელების მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

19 სექტემბერს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

წელს უნივერსიტეტში პირველკურსელბის 21-ე მიღებაა.

რექტორის მოადგილემ ყველა პირველკურსელს საჩუქრად დაპირებული „ტაბლეტი“ გადასცა.
ახალი სასწავლო წლისთვის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს სხვდასხვა სიახლე აქვს. კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობამ აკრედიტაცია გაიარა, რამაც აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება გახადა შესაძლებელი.

2016-2017 წლის განმავლობაში სტუდენტებს კიდევ არაერთი პროგრამის და პროექტის შესახებ ეცნობებათ, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური