GE

თამარ სანიკიძე დუბნის წარმომადგენლებს შეხვდა

ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დელეგაციის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ბირთვული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს შეხვდნენ.
განათლების სამინისტროს ინფომრაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს დუბნის პროექტებში საქართველოს წარმომადგენელთა ნაყოფიერ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართველი ფიზიკოსების კონტრიბუციები ძალიან დიდი და დასაფასებელია ამ ინსტიტუტის საქმიანობაში. ჩვენ ახლა ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ მსოფლიო პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი ქიმიური ელემენტის შექმნას და საქართველოს აქვს შესაძლებლობა შეგვმატოს ახალი ინტელექტუალური კონტრიბუცია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მეცნიერები გახდნენ ფუნდამენტალური ფიზიკის ამბიციური პროექტის აქტიური მონაწილეები, რაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკან, საქართველოში დაბრუნებული ძალიან დიდი კონტრიბუციაა“- განაცხადა ვიქტორ მეტვეევმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური