GE

თამარ სანიკიძე სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ფოტო –
????????????????????????????????????

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ოზურგეთის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბუილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის სკოლას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, შესაბამისად, აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროული დაწყება. 2013 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს კი, სკოლა გადაიხურა, გაკეთდა სარინელი, კარ-ფანჯარა, ფასადები, მოეწყო გარე კიბეები, სამუშაოები გრძელდება და ახლი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს განახლებული შენობა დახვდება, რაც აუცილებლად გავლენას მოახდენს სწავლის ხარისხზე.

სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში 2015 წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რაც ჯამში მილიონ ორასი ათას ლარს შეადგენს. ახალი სკოლები აშენდება სოფელ ზოტსა და ჭანიეთში. 7 საჯარო სკოლაში დასრულდა სამედიცინო კაბინეტების მოწყობა, დანარჩენ სკოლებში პროცესი მიმდინარეობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური