GE

თამარ სანიკიძე ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდა.

დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა 4 სესიად ტარდება, პირველ სესიაზე 426 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე 416 აბიტურიენტი გამოცხადდა.

მათივე ცნობით, ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 1687 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პირველ გამოცდაზე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა 1655 აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო გამოცდას გამოეთიშა 32 აპლიკანტი.

საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური