GE

თამარ სანიკიძემ დიპლომატიურ კორპუსს მასწავლებლის საქმიანობის ახალი სქემა გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA – Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხედრა გამართეს.

როგორც, განათლების სამინიტროს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, საკოორდინაციო შეხვედა სისტემურ ხასიათს ატარებს და რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებასა და მიღწევების განხილვას.

ზემოაღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების ხელშეწყობასა და გაძლიერებას. აღნიშული სახის შეხვედრები მნიშვენლოვნად ზრდის დონორებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური