GE

თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ დასრულდა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“. აკადემიის ინფორმაციით, რეგიონალურ სწავლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 13 წარმომადგენელმა.

სწავლების მიზანს წარმოადგენს ტრენერების მომზადება, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში, არსებული სამოქმედო გეგმების ფარგლებში, გენდერის საკითხებზე სწავლებებს ჩაუტარებენ თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს.

აკადემიის ცნობით, 10 დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობის საკითხებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივას, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის თემას, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებას.

ტრენინგის მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცა. მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულების შესაბამისი სერთიფიკატები სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იან დანმურეიმ გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური