GE

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

როგორც Aris.ge-განათლებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების  მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ განუცხადა, რეგისტრაციის დაწყების ზუსტი თარიღი მთავრობის დადგენილების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან 159 საჯარო ბაღს შესაძლოა ერთი ბაგა-ბაღიც დაემატოს, თუმცა ეს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

“გასული წლისგან განსხვავებით, სხვადასხვა ბაღში წელს 60-მდე ახალი ჯგუფი და შესაბამისად, 3500-მდე ადგილი დაემატა. ეს აუთვისებელი ტერიტორიის ხარჯზე მოხდა, თუმცა, რამდენად ეყოფა დამატებული ადგილები  ბავშვების რაოდენობას, ძნელი სათქმელია”, –  აღნიშნა თაკო კვირტიამ.

რაც შეეხება კერძო ბაგა-ბაღებს, რეგისტრაციის დაწყების თარიღს ისინი ინდივიდუალურად წყვეტენ.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური