GE

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო

ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კეთილმოწყობილი ეზო დახვდებათ.

პირველ ეტაპზე, 31-მდე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, სადაც ყველაზე მწვავე პრობლემაა ამ მიმართულებით. მოპირკეთდება ეზოს ზედაპირი, მოეწყობა სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგება. დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი, აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია.

“პარადოქსია, მაგრამ საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების დიდ ნაწილში გასართობი კონსტრუქციები – საქანელები და სასრიალოები, სპორტული მოედნები, საკმაოდ ძველია ან საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ეზოების მოწყობა გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური ბაღები შევარჩიეთ, დანარჩენებში კი აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება”, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

ეზოების კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “აისი” აწარმოებს.

წყარო: pia.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური