GE

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გასვლითი სემინარი ჰქონდათ

23 ოქტომბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „სასურსათო ტექნოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებმა ჩაატარეს გასვლითი სემინარი კომპანიაში „ქართული ხილი და ბოსტნეულში“. სემინარი ჩატარდა თემაზე: „ხილისა და ბოსტნეულის შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

სტუდენტები გაეცნენ შენახვის დროს ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორებს. დაათვალიერეს წარმოებაში არსებული თანამედროვე სამაცივრე დანადგარები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სამაცივრე პირობებში პროდუქტის მოსალოდნელ ინფექციურ დაავადებებს. გაეცნენ ლაბორატორიის მუშაობას და ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად განსაზღვრეს ვაშლში რამოდენიმე ბიოქიმიური მაჩვენებელი. სტუდენტებმა შეკითხვები დაუსვეს წარმოების ხელმძღვანელებს, მთავარ ტექნოლოგს, ხარისხის შემფასებლებს, ლაბორატორიის უფროსს, რაზედაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს. ხელმძღვანელმა პირებმა თავის მხრივ აღნიშნეს მადლიერება სტუდენტთა ვიზიტის გამო და გამოთქვეს მზადყოფნა თავის მხრივ, რომ მიიღონ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური