GE

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი ეწვია

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს 21 ოქტომბერს ეწვია და საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსმა უჩა თოდუამ. ლექცია მიეძღვნა თემას „სამართლიანი სასამართლო უფლება“. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო  შეკითხვები.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში და ზრუნავს შექმნას გარემო, სადაც სტუდენტი მიიღებს არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ შეძლებს განივითაროს უნარ-ჩვევები საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური