GE

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა XIX ღია სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2016 წლის 19 მაისს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა XIX ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, როგორც ადგილობრივმა – ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სასურსათო ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, ასევე სტუდენტებმა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შეფასების შესაბამისად და საკონფერენციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით I, II, III ადგილზე გასული სტუდენტები, ასევე, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები – ჩვეულებრივი სიგელებით.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდანაც შეუძლიათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური