GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 21 ხმით გიორგი შარვაშიძე გახდა.

აკადემიურმა საბჭომ მას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გიორგი შარვაშიძეს გამარჯვებას ულოცავენ. მისმა კონკურენტმა გია ბარამიძემ 6 ხმა მიიღო, ხოლო ცირა ბარამიძემ 5.

გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

14456698_1390217864339645_530944812_oსაკუთარი გეგმების შესახებ გია შარვაშიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა:

“ძირითადი გამოწვევა ხარისხიანი განათლების მიცემაა. ეს არის დაკავშირებული სტუდენტურ სერვისებთან, მათ დაბალ დონესთან. არის უამრავი პრობლემა სასწავლო და კვლევით გარემოსთან დაკავშირებით. უნდა დავიწყოთ კვლევითი კომპონენტის შემოტანა. უნდა ამაღლდეს პროფესორების პრესტიჟი, უნდა ავაწყოთ კავშირი დასაქმებასთან.”

გია შარვაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა უნდა იყოს შეუვალი. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ის კომპეტენცია, რაც სახელმწიფოს აქვს და რაც უნივერსტიტეს და რეალური ავტონომიაუნდა იყოს.

გია ბარამიძის ავტობიოგრაფია 

რა გეგმებით მიდიან თსუ–ის რექტორობის კანდიდატები უნივერსიტეტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური