GE

თბილისში რეგისტრირებული აბიტურიენტი შეცდომით ბათუმის საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ბათუმის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 913 აბიტურიენტიდან 32 არ გამოცხადდა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოხდა ერთი ინციდენტი, ბათუმში მცხოვრები ერთი აბიტურიენტი, რომელიც თბილისის საგამოცდო ცენტრში იყო რეგისტრირებული, შეცდომით, ბათუმის საგამოცდო ცენტრში მივიდა, რის გამოც გამოცდაზე არ დაუშვეს. მისივე ინფორმაციით, გამოცდები ყოველგვარი ექსესების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთხელ განუმარტეს, აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების უფლება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრში აქვს, რომელიც მან რეგისტრაციის დროს თავადვე მიუთითა.

აქვე, ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის მოცემული აბიტურიენტის საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა და გამოცდის დრო.

გასული დღის მომნაცემებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აჭარის ორ საგამოცდო ცენტრში სულ 1848 აბიტურიენტი მივიდა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის მანუჩარ ლორიას განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს სულ 1828 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

როგორც  გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები მბობენ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, იქ რამდენიმე ასეული აბიტურიენტია დარეგსტრირებული. ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწე ელენე ბათაძის განცხადებით „რაიმე სახის ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.“ მისივე განმარტებით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევაც.

რამდენიმე აბიტურიენტი თბილისის ნაცვლად გორისა და თელავის საგამოცდო ცენტრში მივიდა

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური