GE

თეატრალურ უნივერსიტეტში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს არ პასუხობენ

თეატრალურ უნივერსიტეტში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში News.ge-ს განუცხადეს, მსგავსი ბრალდებები მათი მისამართით უკვე ერთი წელია ისმის და უნივერსიტეტმა მათ ერთი წლის წინ უპასუხა.

შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ.  უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 2013 წლის ოქტომბერში ყოფილი ლექტორების საპასუხოდ, რექტორმა გოგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში შავი ბუღალტერია არ არსებობს და 2006 წლიდან თანხების ყველანაირი  მოძრაობა უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/126220-teatralur-universitetshi-yofili-tanamshromlebis-braldebebs-ar-pasukhoben

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური